სიმართლის დრო -ამერიკული ვერსიის პაროდია!
იქ უკვე კაიფობენ,ნეტა ჩვენთან როდის ”აღადავდებიან” ამ გადაცემაზე? ? ( მორიგ მარაზმულ გადაცემაზე)
სიმართლის დრო -ამერიკული ვერსიის პაროდია!
იქ უკვე კაიფობენ,ნეტა ჩვენთან როდის ”აღადავდებიან” ამ გადაცემაზე? ? ( მორიგ მარაზმულ გადაცემაზე)
ჰოი ბოროტნი დღენი მოიწიენ ჩემს თავსა ზედა:
გუშინ კოლოკვიუმი მქონდა გეოეკონომიკაში,მთელი ღამე ვიჯექით მე ქეთევან უხმარი და ელიოზი და ვურტყავდით კონსპექტებს თავს. წავიკითხავდით ერთ ფურცელს ,ვერაფერს ვერ გავგებდით. ზატო სინდისი მშვიდდებოდა.
დილას უკვე ნეანდერტალის პოზებში დავფოფხავდით იატაკზე გაფენილ ადიელებზე,რამეთუ ადგომის თავი აღარ გვქონდა. მაგრამ რაც მართალია მართალია,მე იმ ღამემ ერთ ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა: გამოცდის მომზადების ჟამს,განტვირთვისათვის საოცრად ხელსაყრელია შესვენებები,რომლის დროსაც კაცებზე ლაპარაკობ!
მერე 7 საათზე ვიგრძენი რომ გონება მეთიშებოდა და დავიძინე,თურმე გედევანი (იგივე ქეთევანი) ნახევარი საათ დამჩხაოდა აღსდექ და ისწავლეო,თან უგინებია კიდევაც მაგრამ ვერ გავიგე.
დილით გავიღვიძე 11 ზე ჩავიცვი,წავიცხე ტონალური რათა სახეზე აღბეჭდილი შეურაცხადი გამომეტყველება ცოტათი მაინც დამეფარა და წავედი უნიში,იქ კოლოკვიუმი წარმატებით დავწერ-გადავწერე (ზოგი ვიცოდი,ზოგი გედევანმა მიკარნახა) და ბედნიერი და დაყლევებული გავემართე მესამე გედევანას (kate alukard )სანახავად. და მინდა გითხრათ რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ისედაც მომწონდა მე მისი აზრები რადგან ჩვენი პოსტები წაყლევების თვალსაზრისით ერთმანეთს ჰგამს .
ვაშა ამხანაგებო,ჩემი მეგობარი ბლოგერი ”კარგი ბავშვი არის” :სომეხი:
I love u baby! :)
Mad Tv – შაფათის შოუს მაგვარი (სულ ამათნაირი რომ იყვნენ ღმერთმა დაიფაროს ) ამერიკული გადაცემა . გძეტა ერთი წელია აღარ მინახავს ამათი ვიდეოები,დღეს დავძებნე და აი კონდიზე ვიხოხე მაგრად.
კონდოლიზა რაისის ბრიფინგი : გულახდილი საუბრები დიკ ჩეინზე,ბუშის ადმინისტრაციასა და კონდის ცხოვრებაზე ![]()
ბიონსეს როლი ” destiny-s child ” -ის განვითარებაში
გეიშას მემუარები
ეგარი ! ვისაც არ მოგეწონათ ამ ჩემს …:D
იმის გამო რომ ქეთევანამ დამსთაგა,ამ ანკეტას მეც შევავსებ. არადა იმ სირულ მეგობრობის დღიურებს მაგონებს ბავშვობაში რომ დავათრევდით კლასიდან კლასში. შიგ ემინემის გამოსახულებიან სტიკერებს ვაწებებდით და ფერადი კალმებით ვაჭრელებდით. ღმერთმანი რა დრო იყო,სოფლებში მათ ხშირად ჩემთვის აუხსნელი სახელი ”საუნჯე” ერქვა და აუცილებლად გარეკანზე ან ყვავილი ეხატა ან გულიკები .
ხოდა რას ვამბობდი ,დავიწყე ისევ ბოღმიანი რეჩები.
მაშ ასე პროლეტარებო.
მიყვარს – ”იგი” და სიცოცხლე,ტოლმა და მაიონეზი
ვოცნებობ – კოლინ ფარელთან სექსზე

ვფიქრობ – რას ვიზავ ნაციონალიზმის ისტორიის კოლოკვიუმზე მომავალ კვირას
მძულს – ქართული ესტრადა,ხალხი,ადამიანების დიდი ნაწილი
ვნანობ – რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე,3 კურსზე ვარ და ვერ გამიგია რას მასწავლიან
კმაყოფილი ვარ – როცა ვისწავლი რაც სასწავლი მაქვს
მენატრება – ჩემები
მსურს – რა ყლე კითხვაა,არ ვუპასუხებ. მსურს არა კვახი
მაღიზიანებს – სვეცკი ყლეები,ასევე დაუნი ყლეები (”ყლე-ადამიანის აღმნიშვნელი ტერმინია)
ვგრძნობ – ოო რა მგრძნობიარე ვარ ნეტა იცოდეთ,ყველაფერს ვგრძნობ
მეშინია – დემონების,ბოროტი სულების,მესამე მსოფლიო ომის და ვანო მერაბიშვილის
ვიცი -ორჯერ ორი რამდენია. ოთხი! იიშ
არ ვიცი – რა ხდება იქ-ზემოთ!
შემიძლია – კალათბურთის თამაში,მწვანე ლობიოს და სუპების გაკეთება
არ შემიძლია – მთელი დღე მშიერი ყოფნა
ვმეგობრობ – იმასთან ვინც ჩემი მეგობრობის ღირსია
ვაპატიებ – ბევრ რამეს,ნუ ეხლა ძაანაც არ უნდა გადაიჯვას თავზე ბოლო- ბოლო
ვტირი – ყოველდღე ( შენ დაგათხლიშე მეხი! ვირი)
ვიცინი – ძალიან ხშირად დღის განმავლობაში.
ვეძებ- ფულს,თუ ვიპოვი უბედნიერესი ვიქნები
ღირსი ვარ- მეც ისევე ვუუყვარდე ზოგ-ზოგიერთებს როგორც მე მიყვარს ისინი
ვკარგავ- ტანსაცმლიან ჩანთას მარშუტკებში,ასლარიანს ვაგზალზე და დაქალის ტელეფონს ქუჩაში
მშურს – ჭკვიანი და წარმატებული ადამიანების
ვემალები – ბებიაჩემს-როცა მისი ტელეფონიდან ვრეკავ აქეთ-იქით
ვემტერები – რუსებს
მაინტერესებს- კვანტური ფიზიკა
არ მაინტერესებს – უცნობების და არც თუ ისე ”ნაცნობთა” აზრი ჩემს შესახებ
მახსოვს – ყველაფერი ცუდი რაც კი ოდესმე გამომივლია და ვითვალისწინებ
მრცხვენია – როცა უაზროდ ვუტრაკებ ხოლმე მაშვინ მარტო
უარვყოფ – არც ეს კითხვა მომწონს, არ მომდის თავში პასუხი,ანკეტა კიარა ტანჯვაა ბლიად!
ვავადმყოფობ – წელიწადში ორჯერ საშუალოდ
ვმალავ – სიგარეტს ჩანთაში. ფორმალობაა მარა მაინც
ვინახავ –სურათებს კომპში
მწამს – ღმერთის!
მიკვირს – აღარაფერიც აღარ მიკვირს
მიხარია – როცა ვხედავ მაშინ მიხარია ხოლმე
ვჭორაობ – ყოველდღე,თან ბოროტად. საზიზღარი ენა მაქვს
ვდარდობ – უზომოდ ბევრს,თან რისი გულიზა არც მე ვიცი
ვამაყობ – იმით რომ ყლექალა არ ვარ (ნუ მე ასე მიმაჩნია)
ვაკეთებ – ყავას ყოველ დილით
ვეფერები – ჩემს კატუნებს
მსიამოვნებს – როცა მეფერებიან,ისინი ვისი მოფერებაც მსიამოვნებს. კიდევ ცხელი წყალი მსიამოვნებს ზამთარში და რბილ ლოგინზე ძილი
მესიზმრება – ათასი სისულელე:მიშა სააკაშვილიდან დაწყებული-ჰიტლერით დამთავრებული
ვეხმარები – იმას ვინც მართლა დასახმარებელია
ვეწევი – ‘ძირითადად სხვის სიგარეტს
მწყინს – უყურადღებობა (განსაკუთრებით თუ ჩემი საყვარეი ადამიანი იქცევა ასე)
ვხარჯავ – უამრავ ენერგიას ამ პოსტის დაწერისათვის და ტანდათან ვიბოღმები
ვღალატობ – საკუთარ ბლოგს ხანდახან,როცა წერა მეზარება
ვკამათობ – პოლიტიკაზე,ბიჭებზე და უამრავ საჭირბოროტო საკლითხზე დიდი ემოციებით
ვუხეშობ – როცა მაბრაზებენ
ვუსმენ – რას აღარ ვუსმენ ნეტა
ვყოყმანობ – დილით ლოგინში თემაზე:წავიდე თუ დღესაც დავიკიდო
ვკითხულობ – პოსტებს
ვამზადებ -ო რა ყლე კითხვაა ესეც,ვაკეთებ,ვამზადებ. მესამედაც დასვით და რქები ამომივა
ვუყურებ – სიმპატიურ ტუტულებს ქუჩაში
ვკლავ – 13 ბოტს ქაუნთერში უსაქმობის ჟამს ( ემშოიანებს- აბა დანიანი ლამერი კიარა ვარ ძამია)
ვაფუჭებ – ონკანებს სახლში. ორი უკვე მოვანგრიე სააბაზანოში და სამზარეულოში
ვცხოვრობ – ჩემთვის წყნარად და პატიოსნად
ვცემ –რავიცი ვინ უნდა ვცემო ნეტა…
ვყვირი – როცა ვინმე ყრუს ჩემი ხმა არ ესმის,ან როცა გააფთრებულ ვარ
ვმღერი – სულ ვმღერი და ვღიღინებ
ვასრულებ – მავაშიგერს (მგონი სწორად გამოვთქვი) ბზრიალში
დავდივარ –ცოდნის ტაძარში
ვმკურნალობ –საკუთარ თავს
ვერიდები- ანანისტებს ”პადზემკაში”
ვთამაშობ – ჯოკერს ძალით
ვიტყუები – როცა ეს ჩემს ინტერესებს ემსახურება
ვეთაყვანები – ბებიაჩემს
ვგიჟდები- გასაგიჟებელ რაღაცეებზე და ვიღაცეებზე
ვაგროვებ –არაფერს
ვიხდი – ლიფს ძილის წინ
ვეჭვიანობ – ოოოო ეს მტკივნეული კითხვაა
“ვკაიფობ” – ესეც სირული კითხვაა. ამ კითხვაზე ვკაიფობ
ვიზიდავ – ჩემს 29 წლის მეზობელს
ვალამაზებ – გარემოს და დედამიწას
დამეტყვნა ნერვი,მარა მაინც სახალისო იყო. ვთაგავ :
შაგრათას (გამკეთებელი არ ხარ მარა მაინც)
პოლკოვნიკს
გორგილაძეს და ციცერონს
თუარ დაგთაგეს ბალღებო უჟე
ქეთევანამ მირჩია და ვუყურე მეექვსეს.

ხერხს რომ ფილმთა შორის ერთ-ერთ ყველაზე უდედისმდღვნელესად მივიჩნევ ეგ ძველი. ”ხერხებში” ვერ ნახავ ხეფიენდებს,ბანალურ სცენებს. ბანალურ სიტუაციებს,წიპა ბოლო მომენტში რომ რაღაცეები ხდება ხოლმე. სირივით ზიხარ,ელოდები რომ ბოლოს ყველაფერი შესრულდება,მოთამაშე იგრას მოიგებს მაგრამ -ბუს კვერცხები. იგიც კვტება. :D
თუმცა ფილმის პროდიუსერები ხომ მაინც პროდიუსერები არიან და რახან ერთმა,ანუ პირველმა პილამ მოიტანა წარმატება,ფული არ ყარსო და გადაიღეს მეორე,მესამე,,ეოთხე,მეხუთე. აგერ მეექვსეც.
ნუ ეხლა არ იყო არცერთი ცუდი ხუთივე,უფრო ამაზრზენი სისხლები და ხორცებიც კი გაიჩითა ვიდრე პირველში,თუმცა ეს დაუსრულებელი და გამოძიებათა მუდმივი წარუმატებლობები პირდაპირ მღლის.
მეექვსე ხომ საერთოდ შედევრი გააკეთეს: ფანტასტიკით განაჯერეს. ამანდა (რომელმაც უკვე მეექვსე ნაწილშიც შეგვცა თავისი არსებობით) სიკვდილის შემდგომაც გვევლინება, მგონი აჩრდილის პონტში. და საერთოდ ვერ გრძნობ იმას რომ ”პაპა ჯონი”მკვდარია.
რაც შეეხება დეტექტივს,მისი დაგეგმილი მკვლელობები არაუშავს რა პონტია,მაგრამ ჯონისეული სისასტიკე და ფილოსოფიურობა აკლია რაღაცნაირად. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მთავარ როლში მაინც ჯონი გვევლინება. აი პილას ცოლი კიდევ სუფთა სამართლიანობის მახვილად აღიარეს ბოლო სცენაში.
მოკლედ იყო ბევრი ჩამჯმელი ელემენტი ფილმში, მაგრამ მაინც პილა პილაა.